17 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ინციდენტი ლიეჟის კონგრესის დარბაზში - ახალგაზრდა მამაკაცი შეეცადა მიხეილ სააკაშვილისთვის წყლით სავსე ბოთლი ესროლა

ლიეჟის კონგრესის დარბაზში ქართველი ემიგრანტებისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ამ წუთებში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა მანამდე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროვოკაციებს, როგორც დარბაზში, ასევე მის გარეთ. ერთ-ერთი აგენტ-პროვოკატორი ადგილობრივმა წარმომადგენლებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის მისამართით წყლით სავსე ბოთლი ესროლა. ეს ადამიანი დარბაზიდან გაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხადა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს პირადი წყენა, რადგან მან რამდენჯერმე დააკავა.

გარდა ამ შემთხვევისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას დარბაზის გარეთაც. აგრესიული ადამიანების ჯგუფი სხდომათა დარბაზში შესვლას შეეცადა. იყო მცდელობა შეხვედრის ჩაშლის. კონგრესის სასახლეში მივიდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ რეგისტრაციის გავლას, მათ სთხოვეს ეჩვენებინათ პლაკატები რომლის შეტანასაც აპირებდნენ დარბაზში. მათ უარი თქვეს პლაკატების ჩვენებაზე, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 

შეხვედრის დაწყებამდე აგენტ-პროვოკატორებმა დარბაზში სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები