17 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
არც ერთი პირველკურსელი იურისტი ამ ცვლილებებს ხელს არ მოაწერს - ზარდიაშვილი ბესელიას ინიციატივაზე

არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს ამ ინიციატივას - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი თანაგუნდელის საკანონმდებლო ინიციატივას, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესება ხუთი წლით შეჩერდეს.

ზარდიაშვილმა ეკა ბესელია პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობაში დაადანაშაულა, მას კი ბესელიას გუნდი მოსამართლეების კლანის მთავარ ლობისტად ასახელებს.

"რაც შეეხება მაგ ინიციატივას  - პირდაპირ გეუბნებით, არც ერთი  მეორე კლასელი იურისტი ან პირველკურსელი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, იმდენად გასულია ეს ინიციატივა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, კონსტიტუციის შინაარსიდან და მიღებული კანონის აქტებიდან.

აქედან გამომდინარე, ეს აქტი, ინიციატივა თუ პოლიტიკური წინადადება უფროა, არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს არის არაკონსტიტუციური“- განაცხადა ზარდიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები