19 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
"დიდი იმედი მაქვს, რომ ექნება მხარდაჭერა," - მარიამ ჯაში განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტებზე საუბრობს

განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, უმრავლესობაში კონსულტაციები დაიწყება. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში იმედის გამოთქვამს, რომ კანონპროექტი, რომელსაც უმრავლესობის შიგნითაც კი ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მხარდაჭერას მოიპოვებს. 

„განსაკუთრებით მე-11-12-ე კლასის სასწავლო პროცესი იყო ორიენტირებული ხისტად საგამოცდო პროცესზე და არა შინაარსობრივ და შემოქმედებით ნაწილზე და შესაბამისად, მე ვფიქრობ, ჩვენ განვიხილავთ აღნიშნულ ინიციატივას და დიდი იმედი მაქვს, რომ ექნება მხარდაჭერა. ნებისმიერ შემოთავაზებას, რომელიც იგეგმება უკვე 2020 წლიდან, მოგეხსენებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა 2020 წლიდან არის დაგეგმილი, ნებისმიერ ამ ინიციატივას ჩვენ განვიხილავთ უკვე კომიტეტის საკონსულტაციო პროცესში და მიმდინარე კვირა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში CAT-ის გამოცდები და ასევე უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებიდან უნარების გამოცდა უქმდება. 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

 
დღის ამბები