ჭიათურაში 30-მდე ახალგაზრდამ სამოქალაქო მოძრაობა მომავლის ჭიათურა დააფუძნა.
ორგანიზაციის წევრების თქმით, მუნიციპალიტეტში უმძიმესი მდგომარეობაა, ხელისუფლების მხრიდან კი ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები არ იდგმება.
მომავლის ჭიათურის დამფუძნებლის ნოდარ ჩაჩანიძეს თქმით, ქალაქში ეკოლოგიის, მიგრაციის და სოციალური მიმართულებით საგანგაშო მდგომარეობაა.
საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, მაისის შუალედურ არჩევნებზე უარი თქვან პარტიული კანდიდატის წარდგენაზე.
„ჩვენი ქალაქი, სამწუხაროდ, უკვე წლების განმავლობაში არავის უთმობს პირველობას ეკოლოგიური პრობლემების კუთხით და ამ მხრივ ჭიათურაში მართლა კატასტროფული მდგომარეობაა. ასევე, ჭიათურა ერთ-ერთი უპირველესია რამდენიმე მძიმე პრობლემების კუთხით, როგორიცაა მიგრაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და ჯანდაცვა. აღარ ხდება რეგიონებში არსებულ პრობლემებზე საჭირო რეაგირება და საჭირო ყურადღების მიქცევა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკურ პარტიას, აი, ამ კონკრეტულ არჩევნებზე, აი, ამ შუალედურ არჩევნებზე, რომელიც გაიმართება მაისში, უარი თქვან პარტიული კანდიდატის წარდგენაზე, უარი თქვან იმ კანდიდატურებზე, ვისაც განიხილავენ, თუ როგორ განიხილავენ, თუ როგორც არის და მხარი დაუჭირონ საზოგადოებრივ მოძრაობას,“ - განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძე.