19 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
"სააკაშვილს ის კოსტუმი ძალიან პატარა ჰქონდა, წავიდა, იქნება, კარგი ზომის კოსტუმი ვუშოვო ნორვეგიაშიო" - ზარდიაშვილის სიმამრი შვილის შესაძლო დაკავებაზე 

ქართული ოცნების დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის, ოჯახის წევრი ნორვეგიაში, სავარაუდოდ, ელექტრო ტექნიკის ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული. გრიგოლ აბრალავას ოჯახის წევრები არ საუბრობენ, რა შეემთხვა დეპუტატის ცოლის ძმას ნორვეგიაში.

როგორც დაკავებულის მამა - ანზორ აბრალავა, კურიერთან საუბარში აცხადებს, მისი შვილი არა ნორვეგიაში, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში იმყოფებოდა.

როგორც აბრალავა ამბობს, მის ვაჟს გარკვეული პრობლემა მართლაც შეექმნა, თუმცა, გრიგოლ აბრალავას მამა არ ადასტურებს, რომ მისი შვილი დააკავეს.

„უფასო შვებულება აიღო, როგორც მე ვიცი და წავიდა. ერთი თვის წასულია. პირად საქმეზეა წასული. არა აქვს უფლება, წავიდეს? თქვენ რაზე ხართ გამოსული დღეს აქ? ეგრე საქმეზე წავიდა ისიც. თუ გვარამიას შეუთანხმოს? თქვენ პროკურორი ხართ და თქვენ იცით ყველაფერი? მე კანონმორჩილი კაცი ვარ და არ ვიცი, რა ხდება. არის უცხო ქვეყანაში, რა მოხდა, არ ვიცი. მითხრეს, რომ არის ნორვეგიაში. მე ვიცოდი, რომ უნდა ყოფილიყო პოლონეთში ან გერმანიაში. ახლა სავიზო რეჟიმი იძლევა საშუალებას, რომ იმოძრაოს. თქვენ უკრძალავთ?

"მე მესმის, თქვენ ამას არ გაუშვებთ, ამოჭრით, მაგრამ გეუბნებით, წავიდა, სააკაშვილი აინტერესებდა, როგორ არის. ის კოსტუმი ძალიან პატარა ჰქონდა და თქვა, მეცოდება, იქნება, კარგი ზომის კოსტუმი ვუშოვოო. ნორვეგიაში შეიძლება, იყოს კარგი კოსტუმიო... სერიოზულად გეუბნები,“ - ამბობს ანზორ აბრალავა.

დღის ამბები