თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. დამწვარია 30 კვ.მ. ფართობი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხანძარი სახლის მეპატრონემ განზრახ გააჩინა.
მათივე თქმით, ის მეზობლების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა და სახლის დაწვით არაერთხელ დაიმუქრა.