პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტებს შორის გამართულ შეხვედრას და მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება.
ხუხაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებას "მიშა მოდის" შიშის დანერგვით ცდილობს.
ხუხაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების წევრებს მიხეილ სააკაშვილის გავლენის ეშინიათ.
„კობახიძის სიბრიყვეს რომ თავი დავანებოთ და ვილაპარაკოთ, უნდა ამოვიდეთ იქიდან, ვინ არის დღევანდელი ქართული ოცნების ელიტა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინოდათ, როდესაც მიშა იყო ხელისუფლებაში და ბუნებრივია, ეშინიათ ახლაც,“ - ამბობს ხუხაშვილი.
ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი გარკვეულ ჯგუფებთან ვალში იყო, თუმცა, ისინი "გადააგდო".
თუმცა, მისი თქმით, ოლიგარქის დღევანდელ გუნდს, რომლებიც მის ნათქვამს გაახმოვანებენ, კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძე წარმოადგენს.