19 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე დებატებისთვის ემზადება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს დებატები იგეგმება, სადაც ეკონომიკის მინისტრს ელოდებიან. გიორგი ქობულიასთან ყველაზე მეტი შეკითხვა ოპოზიციას მისი განცხადებების შესახებ ექნება, რომელიც ხშირად საზოგადოებაში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ეკონომიკის მინისტრის შეფასებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით არაკომპეტენტურია და ამიტომ აუცილებელია გიორგი ქობულიამ მეტი განმარტება გააკეთოს. თავად მინისტრი კი გეგმავს, რომ კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბროს.

"სერიოზული პრობლემებია მტავრობის დაქვემდებარებულ სფეროში, კორუფციამ წაიღო გაზის სექტორი, ენერგეტიკის სექტორი. რა ხდება პრივატიზაციაში - აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესია, იყიდება რაღაც ქონებები და არ ვიცით როგორ ყიდულობენ, ვინ ყიდულობს. ეკონომიკის ყველა მიმართულებით არის სტაგნაცია,"-აცხადებს რომან გოცირიძე. 

"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიღარიბის ზრდა ეკონომიკური ხედვის არარსებობამ გამოიწვია და სწორედ ამაზე ისაუბრებენ დრეს მინისტრთან.

"დისკუსიის საგანი იქნება ეკონომიკური ხედვის არქონა, რასაც განასახიერებს კიდეც ბატონი ქობულია და ასევე მთავრობის მიერ ბოლო დროს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გამიწვია სიდუხჭირის ზრდა და ეკონომიკური უკუსვლა,"-აცხადებს გიორგი კანდელაკი. 

უმრავლესობაში კი საინვესტიციო გარემოსა და ინვესტორებთან მუშაობით ინტერესდებიან და ამბობენ რომ დეკემბერში მინისტრის ანგარიშში დაპირებების შეფასების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. 

დღის ამბები