17 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრების საიდუმლო შეხვედრა ბაკურიანში-შეხვედრას გეგა გეგეშიძის ძმა დაესწრო

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი რამდენიმე დღეში, სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარ ინციდენტზე იმსჯელებს, თუმცა მანამდე "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ პრეზიდიუმის რამდენიმე წევრი ბაკურიანში იმყოფებოდა, სადაც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ემზადება. საიდუმლო შეხვედრის შემდეგ, მათ სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს, სადაც პრეზიდიუმის წევრებთან ერთად ფედერაციის პრეზიდენტის ძმა ვლადიმერ გეგეშიძეც ჩანს.

როგორც ირკვევა შეხვედრაზე სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი განიხილეს და მისი მოგვარების გზებზეც იმსჯელეს.

„მე ვიყავი მაინტერესებდა მათთან საუბარი, გავესაუბრე ხალხს და მოვდივარ უკან. საუბარი შეეხებოდა მოვლენებს, ასე გაგრძელება არ შეიძლება და ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ამ თემაზე ვილაპარაკეთ და ხვალ თუ ზეგ შევხვდები ზურას და დაველაპარაკები,“-განაცხადა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა რომან რურუამ.

შეხვედრაზე არ მიუწვევიათ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის ყველა წევრი, რაც იმას ადასტურებს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში პოზიციები გასხვავებულია.

„არ დავუპატიჟებივარ და არც ვყოფილვარ.  ყრილობა ჩატარდა სიყალბით, კანონის დარღვევით და მისთვის ხმა არ მიმიცია სიმართლეს გაუმარჯოს. ზონდერი და არაადეკვატური და შიზოიდი კაცი არ უნდა ხელმძღვანელობდეს ეროვნულ ფედერაციას,“-განაცხადა გურამ საღარაძემ. 

დღის ამბები