ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ მისი მისამართით გაკეთებული ვანო ზარდიაშვილის განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება. თუმცა იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე არ აკონკრეტებს კონკრეტულად ვინ მოახდენს რეაგირებას ან რა ფორმით. ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის განცხადებას არაპროფესიონალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ყოველგვარ ეთიკის ნორმებს გასცდა.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილმა კონსტიტუციის უცოდინარობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მის ინიციატივას პირველ კურსელი სტუდენტიც კი არ მოაწერს ხელს.