პარლამენტში დაკარგული მინისტრი და დეპუტატების ახალი გასართობი - გიორგი ქობულიას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ, რა დროსაც კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს პოეზიით გართობაც კი შესთავაზა.
გიორგი ქობულია ამ წუთებში უკვე კომიტეტის სხდომაზე იმყოფება და პარლამენტის წევრებს სამინისტროს საქმიანობა გააცნო და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ოპოზიციას მწვავე შეკითხვები "გაზპრომთან" გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე, საპენსიო რეფორმასა და ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებზე აქვს.
მას შემდეგ, რაც ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკომიტეტო მოსმენაზე, მინისტრი იმყოფება. დეპუტატების თქმით, ეს არის ამერიკული მოდელი, როდესაც მთავრობის წევრები საკომიტეტო მოსმენებზე მოხსენებას წარადგენს და შემდეგ პარლამენტის წევრების შეკითხვებს პასუხობს.