„მე და ზაზა ამ ერთი წლის განმავლობაში ერთ ცეცხლში და ერთ ჯოჯოხეთში გავდივართ ამ ხელისუფლების ხელში,“ - ეს განცხადება, პანკისში 2018 წელს ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ გააკეთა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურასთან, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის მამის მხარდასაჭერად მივიდა, რომელიც გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს შეხვდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, შვილმოკლული მამები დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.
„არა მარტო მხარდაჭერა, მე და ზაზა ამ ერთი წლის განმავლობაში ერთ ცეცხლში და ერთ ჯოჯოხეთში გავდივართ ამ ხელისუფლების ხელში. კი ჩვენც რაღაცით შევეგუეთ ამ ჯოჯოხეთს, ესენი ხომ მთლად შეეგუვნენ და ფიქრობ, როცა იქნებიან გატყდება ეს ხალხი და ჩვენ ტყავსაც გადავარჩენთ. ეს ასე არ მოხდება. ბოლომდე მივიყვანთ მე და ზაზა ამ ყველაფერს,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.