19 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
"გაუგებრობაში არიან, საერთოდ რას აკეთებენ," - გია ხუხაშვილი უსაფრთხოების საბჭოს შექმნაზე საუბრობს

უსაფრთხოების სისტემის მოშლა და გაუგებარი ცვლილება - ასე აფასებენ ექსპერტები პრემიერს დაქვემდებარებული უსაფრთხოების საბჭოს შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც არ იქნება პრეზიდენტი, ქვეყნის მთავარსარდალი. მათი აზრით ასეთი გადაწყვეტილებები საზიანოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განმარტეს, უსაფრთხოების საბჭო პრემიერს დაქვემდებარებული სათათბირო ორგანო იქნება და იქ არ არის პრეზიდენტის ადგილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი იმედოვნებენ, რომ მოიძებნება კანონიერი ფორმა, რითიც მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი შეძლებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელებას. ამ მიზნით კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან გეგმავენ კონსულტაციებს.

"ამ ქალბატონმა თვითონ დაიკნინა თავი და ხელი მოაწერა უპატარძლო ქორწილზე. გაუგებრობაში არიან, საერთოდ რას აკეთებენ, რისთვის აკეთებენ. ან საერთოდ ეს უსაფრთხოების საბჭო რაში სჭირდებათ, ფუნქციაც არ ესმით, არ აქვთ სწორად გააზრებული,"-აცხადებს გია ხუხაშვილი. 

"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია კი მიმდინარე მოვლენებს არაფორმალურ მმართველობას უკავშირებს.  

"ეს ყველაფერი არის ნაწილი არაფორმალური მმართველობის, ქვეყნის მმართველობა გამოსული არის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ახალი კონსტიტუციის პირობებში საერთოდ მოშლილი არის უსაფრთხოების სიტემა ეხლა უბრალოდ ცდილობენ რაღაცა ფასადი შექმნან,"-აცხადებს ბათუ ქუთელია. 

დღის ამბები