19 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პარლამენტშია - დიმიტრი გაბუნია ზურაბიშვილის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში ჩართვაზე კონსულტაციებს მართავს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს.

საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის ჩართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის პრინციპულია.

საბჭოს მუშაობის პროცესში სალომე ზურაბიშვილის ჩართვის მიზნით პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია იმყოფება.

გაბუნია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელს, ირაკლი სესიაშვილს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ კანონპროექტში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღების. 

შეგახსენებთ, რომ „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქმნება.

პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას გაუწევს კოორდინაციას.

პრემიერის დაქვემდებარებაში მოქცეული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტისთვის ადგილი გათვალისწინებული არ არის.

დღის ამბები