კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირება შეუჩერა. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. კომპანიას ტარიფების ცვლილება 18 თებერვლიდან ჰქონდა დაანონსებული. თუმცა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიამ „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მცირე და საშუალო ოპერატორების საჩივარი დღეს განიხილა.
კომისიის ინფორმაციით, გაძვირების პროცესი ბაზრის კვლევის დასრულებამდე გაჩერდება.