სახელმწიფო ტენდერების ჩაშლამ სამხედრო მოსამსახურეების კვებითი მომსახურება საფრთხის ქვეშ დააყენა - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა.
ჩაშლილ ტენდერებსა და "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის" პრობლემებზე უგულავამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. გიგი უგულავას თქმით, ეს გამოწვევა შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციელებს მას შემდეგ დაუდგათ, რაც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ იმ ტენდერების ნუსხა გააფართოვა, რომელთა ჩატარებაც კონსოლიდირებულად ხდება
„საფრთხე შეექმნა სამხედრო მომსახურეთა უწყვეტ კვებით მომსახურებას, რაც თავის მხრივ მოქმედებს ჯარისკაცის ბრძოლისუნარიანობაზე - ეს გულის შემზარავი ფრაზა ეკუთვნის ალექსი ზარდიაშვილს, სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფის დირექტორს და ეს ეხება ქართული ჯარის კვებით მომარაგებას. ჩაიშალა ტენდერი ჯარის კვებით უზრუნველყოფაზე 2 მილიონი ლარის ოდენობით და ასე ფაცი-ფუცით ეს სააგენტო ითხოვს თანხმობას პირდაპირ შესყიდვაზე იმისათვის, რომ არ მოხდეს წყვეტა ჯარის კვებით უზრუნველყოფაზე,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.