19 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმის გამოძიებაში შესაძლოა, საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვნენ - შს მინისტრი

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმის გამოძიებაში შესაძლოა, საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვნენ. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველწყაროს დადგენა. გახარია არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს დახმარების მიზნით მიმართონ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე 18 ადამიანი დააკავეს, თუმცა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ სხვაობას გავრცელების პირველწყაროს, შენახვას ან გავრცელებას შორის, ეს შეუძლებელი იქნება მსგავს დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის. ამიტომ ის, რასაც დღეს გამოძიება აკეთებს, უნდა გაგრძელდეს. მსგავსი ჩანაწერების გავრცელება და ფლობა არამხოლოდ ამორალურია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შსს ყოველთვის იქნება იძულებული, ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. კადრების გავრცელებას ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმულ პოზიციებს უკავშირებს.

დღის ამბები