შსს-ს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი მიმდინარე წლის 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს.
ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
"იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზები ახალ სერვერებზე გადადის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესში შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება," - ნათქვამია ინფორმაციაში.
მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში სამუშაო პროცესი 18 თებერვალს ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
სააგენტო მოსახლეობას, შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის.