19 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
მამუკა ბახტაძე ალექსის ციპრასს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ბერძენ კოლეგას შეხვდა. მამუკა ბახტაძემ და ალექსის ციპრასმა შეხვედრისას საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე ისაუბრეს. 

შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური თანამშრომლობა და ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალი, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების კონტექსტში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, რასთან დაკავშირებითაც ბერძნულმა მხარემ ცალსახა მხარდამჭერი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

ალექსის ციპრასმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და საქართველოს მთავრობის პრაგმატულ და კონსტრუქციულ მიდგომებს მიესალმება.

დღის ამბები