19 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციას პოლიტიკოსები შეუერთდნენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციას პოლიტიკოსები შეუერთდნენ.

 საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან ევროპული საქართველოს, გირჩის და სახელმწიფო ხალხისთვის წარმოამდგენლები. 

საპროტესტო აქციაზე გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად ასევე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. ასევე, ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. 

საპატრიარქოსთან აქციას მამა გიორგი მამალაძის ოჯახი მართავს. დეკანოზის ზიარების შემდეგ ოჯახის წევრებს ერთადერთი მოთხოვნა რჩებათ - მისი გათავისუფლება. მით უმეტეს, მის ჯანმთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

მამა გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

„ის, რომ ზიარება მოხდა, ეს არის კარგი, მაგრამ, სამწუხაროდ, სანამ ამ მდგომარეობამდე არ მივიდა, არ მოხდა მისი ზიარება. მე მივმართავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რადგანაც ჩემი ძმა არის სასულიერო პირი და მისი მღვდელია. ასეთი განმეორებით შემთხვევაში, ჩემი ძმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამიტომაც მივმართავ საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით და ასე რომ ვთქვათ, შეასრულოს თავის მოვალეობა  მწყემსი კეთილობით,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე, გადაიყვანეს. გუშინ, გვიან საღამოს კი ის ბათუმის მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა საავადმყოფოში აზიარა. 

მისი თქმით, ინსულტის გამო, მამა გიორგი მამალაძეს ლაპარაკი არ შეუძლია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ზიარებას ითხოვს, თუმცა, ამ დრომდე თანხმობა არ ჰქონდა მიღებული.

დეკანოზის ზიარების მოთხოვნით გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციას რამდენიმე დღეა, რაც მართავს.

დღის ამბები