17 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
სენსაციური ცდა სტენფორდის უნივერსიტეტში - კიბოს დასამარცხებლად თითქმის 100%-იანი შედეგი

სენსაციური ცდა სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც ახლადაღმოჩენილი მეთოდით სიმსივნით დაავადებული 90 თაგვიდან 90-ვე სრულიად განიკურნა.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, რონალდ ლევის, კვლევების შესახებ ცნობები ერთი წლის წინ გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ თაგვებზე ჩატარებული ცდებისას მისმა ვაქცინამ თითქმის ასპროცენტიანი შედეგი გამოიღო და სიმსივნისგან ყველა თაგვი განიკურნა.

რონალდ ლევი მრავალი სამეცნიერო ჯილდოს მფლობელია. მთელი ცხოვრებაა, იმუნური სისტემის სიმსივნეს, ლიმფომას იკვლევს. მისმა შრომებმა ონკოლოგიაში ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი და მათზე დაყრდნობით, ანტისხეულები სიმსივნის სამკურნალოდ უკვე წარმატებით გამოიყენება.

პროფესორმა ლევიმ პოსტ სკრიპტუმის გადამღებ ჯგუფს ლაბორატორია თავად დაათვალიერებინა.  

პროფესორი განმარტავს, რომ იმუნურ სისტემას სიმსივნესთან ბრძოლას აიძულებენ. ამას ბევრი მეცნიერი ცდილობს, ლევის ლაბორატორიაში პირდაპირ სიმსივნეში შეჰყავთ ისეთი მოლეკულები, რომლებიც იმუნური სისტემის პროვოცირებას სიმსივნეშივე იწყებს.

პროფესორის თქმით, თუ მეთოდი ადამიანებზეც გაამართლებს, ყველაფერი უფრო გაადვილდება და შეიქმნება უნივერსალური ვაქცინა, რომელსაც ნებისმიერი ტიპის სიმსივნის მქონე პაციენტს გაუკეთებენ. 

ექიმი ლევის თქმით, მსგავს კვლევებზე მრავალი მეცნიერი მუშაობს. მის ლაბორატორიაშიც ბევრი სხვადასხვა კვლევა ტარდება, მაგრამ ამ აღმოჩენის უნიკალურობა იმუნიტეტის მასტიმულირებელი ორი პრეპარატის, ორი იმუნოაგენტის კომბინაციაა.

შემდეგი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდაა. ექიმი ლევი ბოლო მოხალისე-პაციენტებს აგროვებს. მათ წამალს სიმსივნეში სათითაოდ შეუყვანენ და დააკვირდებიან.

ლევისთან ამ კვლევაში ჩართვის სურვილს ათასობით ადამიანი გამოთქვამდა, მაგრამ ეს ურთულესია, რადგან მას შერჩევის სპეციფიკური კრიტერიუმები აქვს. პაციენტი აუცილებლად ბე-უჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომით უნდა იყოს დაავადებული. 

დღის ამბები