კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა კომიტეტის სხდომაზე აზრის დაფიქსირება მოითხოვა და აღნიშნა, რომ მისი გვარი რამდენიმე განსახილველ საკითხთან მიმართებაში არ იყო დაფიქსირებული. გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ მისი გვარი ორი კანონპროექტიდან იყო ამოღებული.
„ძალიან კარგია, რომ მიგყავს, გილოცავ... ყოველ დღე ახალი წესრიგი, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სერიოზული. ეს არის უწყვეტი საპარლამენტო მოწვევა. შესაბამისად, თავმჯდომარე წავა- მოვა, ის გადაწყვეტილება, რაც არის მოღებული, ის უნდა გაგრძელდეს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა და უთხრა, რომ ჯერ სიტყვით გამოსვლის უფლებას ვერ მისცემდა, რადგან მანამდე სხვებისთვის უნდა დაეთმო რეგლამენტით გათვალისწინებული დრო. სწორედ ამას მოჰყვა მცირე კამათი ოხანაშვილსა და გოგიჩაიშვილს შორის.
„ლევან, მუშაობა გინდათ კომიტეტში? წესებს არ იცავთ! წესიერად, ხმას დაუწიეთ და მშვიდად ისაუბრეთ,“ - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ლევან გოგიჩაიშვილს," - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ლევან გოგიჩაიშვილს.
ოხანაშვილმა ლევან გოგიჩაიშვილს ხმადაბლა საუბრისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნა, რომ კომიტეტის სხდომის დატოვებას მოსთხოვდა.