19 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
"თიბისის" საკითხთან მიმართებაში უფრო მაღალი დოზაა პოლიტიკური, ვიდრე ამის აუცილებლობაა - ოთარ დანელია

„საფუძველი არ მაქვს, რომ რაიმე ეჭვი შევიტანო ეროვნული ბანკის პოზიციაში,“ - ეს განცხადება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ სებ-ის სკანდალურ განცხადებასა და "თიბისის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობიდან ჩამოცილებაში პრობლემას ოთარ დანელია ვერ ხედავს. დეპუტატის თქმით, პროცესები პოლიტიზირებულია. მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებზე თავად ბანკის წარმომადგენლები იმდენს არ საუბრობენ, ვიდრე ხელისუფლების ოპონენტები.

ოთარ დანელია "თიბისი ბანკის" ირგვლივ დაწყებულ პროცესებსა და ანაკლიის პორტის პროექტს შორის კავშირს გამორიცხავს.

„მე პირადად, საფუძველი არ მაქვს, რომ რაიმე ეჭვი შევიტანო ეროვნული ბანკის პოზიციაში, მით უმეტეს, ეს არის რეგულატორი და საკმაოდ დიდი ნდობით სარგებლობს, მათ შორის, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში. მე ვფიქრობ, "თიბისის" საკითხთან მიმართებაში უფრო მაღალი დოზაა პოლიტიკური, ვიდრე ამის აუცილებლობაა და მათ შორის, ოპონენტები უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე თვითონ მხარე, რომელიც რეალურად უნდა იყოს უფრო მეტად დაინტერესებული თავის პოზიციების დაცვის ნაწილში და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ანაკლიის პორტი არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული პორტი და, შესაბამისად, ეს პორტი, სახელმწიფოს ხელშეწყობით, როგორც პროექტი შედგა და შესაბამისი ხელშეწყობა გრძელდება, ამიტომ, მე ამ ერთ საკითხს მეორესთან კავშირში ნამდვილად ვერ ვხედავ,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

დღის ამბები