22 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
თბილისში ძლიერმა ქარმა მოსახლეობა დააზარალა

თბილისში ძლიერმა ქარმა მოსახლეობა დააზარალა. ვარკეთილში პოლიეთილენის ქარხანას ქარმა სახურავი გადახადა, რომელიც გაზის მილებს დაეცა.

უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეწყვიტეს ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობისთვის.

დაზიანდა ასევე მოქალაქის ავტომობილიც, რომელსაც სახურავი ნაწილი დაეცა. ქარმა ელექტროსადენებიც ჩამოგლიჯა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შესაბამისი სამსახურები.

დღის ამბები