საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე დეპუტატებმა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის შესაძლო მონაწილეობაზე განცხადებები გააკეთეს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ითხოვს კანონპროექტში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს ექნება უფლებამოსილება უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი ზოგადად კანონპროექტების მიღების შესახებ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის მმართველი გუნდის მხარდაჭერით ხდება.
გოგიჩაიშვილი კანონპროექტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების დროს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, გარკვეულ მომენტებში უნდა მოხდეს ისე, რომ საკანანონმდებლო ინიციატივის მიღებას, უმრავლესობის წევრების გარდა, საზოგადოების წევრებიც ემხრობოდნენ. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, კანონი უფრო მყარი და ძლიერი იქნება.
„მე ერთი, რაც მაშფოთებს, არის მუდმივად, არავინ არ გვეთანხმება ხოლმე არასდროს ამ კანონპროექტებში და ეს უკვე რაღაცნაირ ფორმას იღებს. მარტო მმართველი გუნდის მხარდაჭერა მესმის, რომ კი, ჩვენ შეგვიძლია საკმარისი რაოდენობა ხმების შევკრიბოთ და მხარი დავუჭიროთ, მაგრამ ხომ შეიძლება ისე წავიყვანოთ ხანდახან ეს პროცესი, რომ ერთი მხარდამჭერი მაინც ვიპოვოთ გარეთ, ვინც ამ პროცესს მხარს დაუჭერს და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. ესე სულ სიჯიუტე, არავის გათვალისწინება, მე მეუხერხულება უკვე ეგ მომენტი, რომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პრინციპში სწორია, მაგრამ ჩვენ გარდა ამას მხარდაჭერა სჭირდება საზოგადოებისგანაც.
"მარტო ტექნიკური მხარე ხომ არ არის, 50-მა კაცმა ხმა მისცემს, იქნებ ცოტა მეტი დავუთმოთ იმ ხალხს, მოვუსმინოთ. თუ არ გვინდა განსხვავებული აზრის მოსმენა, მესმის, არ არის ხანდახან ადამიანისთვის სასიამოვნო, მაგრამ ჩვენ ხომ გვევალება, მთავრობას ევალება, შეგექმნათ ეს კომისია, უფრო მეტი განცდა, ყოფილიყო საზოგადოებაში, მე დამიტოვებთ იმის განცდა, რომ ამოწურეთ ყველა არგუმენტი და არ გაგითვალისწინეს, ჯიუტები არიან და არ ესმით. ეს განცდა მე არ მაქვს და თუ არ არის რამე სასწრაფო და ვადებში ვართ, იქნებ ცოტა ხანი კიდევ გავაგრძელოთ დისკუსიები ამ საკითხზე. იმიტომ, რომ ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება, არც ერთი ექსპერტი, მართლა სულ იზოლირება მდგომარეობაში არ ვიქნებით, ცოტა პატივისცემა მეტი ერთმანეთის,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.