19 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
ნუკრი ქანთარია არ გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძემ ბრძოლა პოლიტიკურ ველზე გააგრძელოს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია არ გამორიცხავს, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური აქტივობა დაიწყოს.

დეპუტატის თქმით, თუკი ხაზარაძე დაინახავს, რომ სხვა გზა აღარ დარჩა, ბოლო ველი, სადაც ის გადაინაცვლებს, პოლიტიკა იქნება. ასეთ შემთხვევაში ქანთარია აზრით, ის საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალასაც შეკრებს.

„საკმაოდ მოზომილია თავის განცხადებებში, რაც მეტ სერიოზულობას მატებს მასაც და მის პარტნიორსაც. დანარჩენი, ალბათ, გაირკვევა ეს სამართლებრივ ჭრილში. მაგრამ ვთქვი კიდეც, რომ არ არის გამორიცხული თუ მან ჩათვალა, რომ კედელთან დგას, ერთადერთი ველი, პოლიტიკური ველი იყოს, რომელშიც ის შევა და ასეთ შემთხვევში, მე მგონი, საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას შეიძლება მოუყაროს მან თავი,“- აცხადებს ნუკრი ქანთარია.

დღის ამბები