17 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
საპარლამენტო უმცირესობა მამუკა ხაზარაძეს გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის ჩატარებას სთავაზობს

„ჩვენ ვთავაზობთ ბატონ მამუკას გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის ჩატარებას,“ - ამის შესახებ განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ მიიღო "ევროპული საქართველოს" შეთავაზება და დათანხმდა საპარლამენტო ფორმატში "თიბისის საქმის" განხილვას.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან პარლამენტში უნდა გაეცეს პასუხები ყველა იმ კითხვას რომელიც ამ საქმეზე დაგროვდა.   

„დღეს „ევროპულმა საქართველომ" გააკეთა შეთავაზება "თიბისის" მიმართ, მამუკა ხაზარაძის მიმართ, რომ ამ საქმის მოსმენა გაიმართოს პარლამენტში და ჩვენ მოვისმინეთ დღეს ბატონი მამუკას განცხადება, რომ ის მზად არის პარლამენტში მოსასვლელად. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ პარლამენტში გაეცეს პასუხი იმ კითხვებს, რაც დაგროვდა ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ცალკე აღებული მამუკა ხაზარაძის პრობლემა. ეს არის სისტემის პრობლემა. ერთის მხრივ, ინსტიტუციების გამოყენების, კონკრეტული ადამიანების, თუ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით და მეორე, ეს თავისთავად ძალიან საფრთხის შემცველია ყველა მოქალაქისთვის. ამიტომ პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები