საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს TBC ბანკთან დაკავშირებით არანაირი ინტერესი არ გააჩნია. საპარლმენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესები ნათელს გახდის, არის თუ არა ეს პოლიტიკური პროცესები.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, ის დარწმუნებულია, რომ TBC ბანკთან დაკავშირებული პროცესი სრულად სამართლებრივია.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე კი აცხადებს,რომ ბიძინა ივანიშვილს არც ბანკთან და არც ანაკლიის პორტთან ბიზნესინტერესი არ აქვს, ის საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედებას ეწევა და ასე რომ არ იყოს, ისედაც შეძლებდა ამ პროექტში საკუთარი ბიზნესკომპანიებით ჩართვას.
„ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არის ამ ქვეყნის განვითარება "თიბისი ბანკის" დაპატრონება და ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდება, ეს ნონსენსია. ბატონ ბიძინას რომ სდომოდა კონკრეტულად ამ პროექტში მონაწილეობა, მას ამის საშუალება ყოველთვის ჰქონდა ისე, როგორც მასთან დაქვემდებარებულ ბიზნესსაშუალებებს.
მარგამ ბიძინა ივანიშვილი ცნობილია, მხოლოდ ქველმოქმედი, ბიზნესპროექტები საქართველოში, პრაქტიკულად, არ აქვს და მილიარდობით ლარს დებს ამ ქვეყნის ქველმოქმედებაში,“- ამბობს აკაკი ზოიძე.