17 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
"როცა ვამბობ, კომენტარს არ ვიძლევი, არ ვიძლევი“ - მარგველაშვილი დეკანოზის შეწყალებაზე კითხვებს არ პასუხობს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვებს, რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მსჯავრდებული დეკანოზი და ვინ და რატომ ჩაერია პრეზიდენტის უფლებამოსილებაში? გიორგი მარგველაშვილს ეს კითხვები ეუხერხულება და მათ უპასუხოდ ტოვებს.

შეგახსენებთ, წმინდა სინოდის წევრი, მეუფე დანიელი გუშინ აცხადებდა, რომ თავის დროზე პრეზიდენტს სურდა მსჯავრდებულის შეწყალება, თუმცა ხელისუფლების გავლენით შეწყალების აქტი ვერ გამოსცა.

მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი კი ამბობს, რომ მარგველაშვილმა დეკანოზის შეწყალების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პატრიარქსაც გააცნო. თავად მეოთხე პრეზიდენტი ამ საკითხზე არ საუბრობს.

„არ მიყვარს ის მომენტი, როცა მეკითხები და არ გპასუხობ, ნუ მაყენებ უხერხულ მდგომარებაში. არ მომწონს ეს როლი, რომ შენ რაღაცას მთხოვ და მე უარს გეუბნები. ხუთი წელი ვიმუშავეთ ერთად და ხომ იცით, რომ როცა ვამბობ, კომენტარს არ ვიძლევი, არ ვიძლევი,“ - ამბობს მარგველაშვილი.

დღის ამბები