19 ნოემბერი 2024,   11:12
ვრცლად
ენმ ურბანული სამსახურის უფროსის და ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა ურბანული საქალაქო სამსახურის უფროსის და ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის, თქმით, ორივე მათგანი მოვიდა ბიზნესიდან, ორივეს ჰქონდათ ბიზნესინტერესები და  მიაჩნია, რომ ურბანულ საკითხებთან მიმართებით ობიექტურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ  და თბილისელების ინტერესებზე წინ საკუთარ  ბიზნესინტერესებს დააყენებენ.

„მოგიწოდებთ, რომ ერთ შემთხვევაში, ამ ადამიანმა დატოვოს თანამდებობა და სხვა თანამდებობა დაიკავოს, რომელსაც კარგად შეასრულებს და ბიზნესინტერესების გამტარებელი არ იქნება ამ მიმართულებით და იგივე ურბანული კომისიის თავმჯდომარეც, ბატონმა რეზიმაც, რომელსაც ბევრი სხვა მიმართულებით ალბათ ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის განცხადებას საკრებულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა, უმრავლესობამ ოპოზიციის მოსაზრება არ გაიზიარა. კამათი ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე გენერალური გეგმის განხილვას მოჰყვა.

დღის ამბები