17 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
„ამ ვიდეობის საშუალებით გვინდოდა, სექსუალური განათლების ირგვლივ სტიგმა მოგვეცილებინა“ - ხატია ახალაია

სექსუალური განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილების ავტორი მუქარის მსხვერპლი გახდა. რამდენიმე დღეა, ხატია ახალაიას სოციალურ ქსელში ღიად ემუქრებიან. მათ შორის, გაუპატიურებითაც.

ორი შვილის დედა, რომელმაც გადაწყვიტა, საქართველოში ბავშვების სქესობრივ აღზრდაზე ეზრუნა, აცხადებს, რომ ის კრიტიკას ელოდა, თუმცა, არა მუქარას.

„მე არ ველოდი იმ გაუგონარ სისასტიკეს, რასაც მე შევეჯახე. ველოდი კრიტიკას. მემუქრებიან შვილებით,“ - განაცხადა ხატია ახალაიამ.

მისი თქმით, სექსუალურ ვიდეოგაკვეთილებში ის საკუთარ შვილთანაც საუბრობს, რომელიც ერთგვარი გაკვეთილია სხვა მშობლებისთვის, თუ როგორ უნდა ესაუბრონ ბავშვებს ამ მიმართულებით.

„ჩვენ ამ ვიდეობის საშუალებით გვინდოდა, რომ სექსუალური განათლების ირგვლივ სტიგმა მოგვეცილებინა,“ - განაცხადა ხატია ახალაიამ.

ხატია ახალაიას განცხადებით, ვიდეო გაკვეთილებში ასევე დევს სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მიხვდეს ახალგაზრდა, როდის არის ის მსხვერპლი. მათ შორის, გაარჩიოს პედოფილიის შემთხვევები ჩვეულებრივი მოფერებისგან.  

ანალურ ხვრელზე ჩემი ეს მინიშნება ემსახურება იმას, რომ სექსუალური ძალადობისგან დავიცვათ ბავშვები,“ - განაცხადა ხატია ახალაიამ.

სექსუალური განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილების ავტორი აცხადებს, რომ ამ პროექტის დაწყებამდე მან გაიარა არაერთი კონსულტაცია. მათ შორის, გაიზიარა უცხოური გამოცდილება.

„ჩვენ ვიყენებთ იუნესკოს საერთაშორისო ტექნიკურ სახელმძღვანელოს. ჩემი გამოცდილებით, 1000% -ით მჯერა, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ,“ - განაცხადა ხატია ახალაიამ. 

ხატია ახალაია მსგავსი შინაარსის გაკვეთილებს სკოლებშიც ატარებდა, რომელსაც, მოსწავლეებთან ერთად, მშობლებიც ესწრებოდნენ. 

"არც ერთი მშობლისგან არ ყოფილა არანაირი უარყოფითი შეფასება," - განაცხადა ხატია ახალაიამ და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მან შეწყვიტა სკოლებში გაკვეთილების ჩატარება, მას არაერთი მშობელი დაუკავშირდა და სთხოვა მსგავსი ტრენინგების დამატებით გამართვა. თუმცა, ხატია ახალაიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან სცადა მასწავლებლების დატრენინგება, რომ გაკვეთილები მათ გაეგრძელებინათ, პედაგოგებს გამგეობებიდან მსგავს გაკვეთილებზე დასწრება აუკრძალეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები