ორგანიზაცია თანადგომას ფსიქოლოგი, მაია ჯიბუტი, სკოლებში სქესობრივი განათლების შეტანის შესახებ არჩევანის ეთერში საუბრობს.
მაია ჯიბუტი ამბობს, რომ სკოლებში სქესობრივი განათლების შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიაწოდონ მოზარდებს.
„სქესობრივი განათლების საკითხები აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, ეს უნდა იყოს ფორმალური, ამაზე პასუხი უნდა აგონ სახელმწიფო სტრუქტურებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა,“ - ამბობს ჯიბუტი.
მაია ჯიბუტი არაფორმალურ განათლებას მიესალმება და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის აქტიურობით სხვადასხვა ორგანიზაცია სახელმწიფოს გარკვეულწილად ეხმაურება.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან და საბაზისო სტანდარტში ნამდვილად შესულია ის საკითხები და თემები, რაც ჩვენ ადრე, 5 წლის წინ, ვერც ვიფიქრებდით,“ - ამბობს მაია ჯიბუტი.
ჯიბუტის თქმით, მოქალაქეებს მსგავსი ტიპის ინფორმაცია სწორად უნდა მიეწოდოს და გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოების განწყობები.