17 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება - გაეროს და ევროკავშირის ინიციატივა საქართველოში

გაეროს და ევროკავშირის ახალი ინიციატივა საქართველოში - საერთაშორისო თანამეგობრობის პროექტის განხილვა, რომელიც ქვეყანაში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას ემსახურება, დღეს მოეწყო.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების ფონდი ხელს შეუწყობს კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენებას, ქართველი მედიატორებისა და არბიტრების პროფესიულ განვითარებას. 

„ევროკავშირთან ერთად წამოვიწყეთ ახალი ინიციატივა, რომელიც ეხება მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას საქართველოში. მედიაციას და არბიტრაჟს ჩვენ ვუყურებთ, როგორც მნიშვნელოვან ნაწილს მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმების, რადგან ის მხარეებს სთავაზობს ურთიერთმომგებიან გადაწყვეტილებებს და ასევე ეხმარება მათ, რომ დაზოგონ ფული და დრო სასამართლოებში. ეს არის ძალიან პროგრესული რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, ასევე საქართველოს აქვს პოტენცია, რომ გახდეს მართლმსაჯულების რეფორმების რეგიონული ჰაბი,“ - განაცხადა გაეროს კოორდინატორმა და განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონიმ.

დღის ამბები