19 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

ბერლინში, საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერალურ კანცლერს პირისპირ შეხვდა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ანგელა მერკელი სალომე ზურაბიშვილს ფედერალური კანცელარიის ეზოში დახვდა, სადაც წითელ ხალიჩაზე ოფიციალური მისალმების ცერემონია გაიმართა.

მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში გერმანიის აქტიური მხარდაჭერა და დახმარების საკითხები განიხილეს.

„ყველამ საქართველოში იცის თუ რამდენად ერთგული მეგობარი იყო და არის გერმანია და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გულში საქართველოს ჰყავდეს ასეთი მყარი მეგობარი, რომელიც იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც მხარს უჭერს იმ ძალიან მნიშვნელოვან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც არის ჩვენს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზზე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში საფრანგეთიდან ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი დღეს ასევე გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინ-მაიერს შეხვდა. 

 

დღის ამბები