„რას აკეთებთ 6 წლის მანძილზე?“ - ამ კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა.
დეპუტატმა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საყოველთაო კონსენსუსის გარეშე მიიღეს კონსტიტუცია, რომელიც მხოლოდ მათ ინტერესებს ემსახურება.
„კონსტიტუცია, რომელიც თქვენ მიიღეთ პოლიტიკური კონსენსუსის საწინააღმდეგოდ, საკუთარი დღის წესრიგის გასაგრძელებლად და დასაცავად ამ ქვეყანაში, ასევე ფიქციაა, სამწუხაროა, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ინსტიტუტის შექმნა, დღეს, როდესაც რაღაც შიდა დაპირისპირება დაიწყო მმართველ გუნდში, მაშინ გახდა აქტუალური და არა მაშინ, როდესაც 2012 წელს მოხვედით ხელისფლებაში სწორედ ამ დაკვეთით საზოგადოებისგან,“ - ამბობს სამადაშვილი.