19 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
არავითარ ფეხის ბაკუნზე საუბარი არ არის - დიმიტრი გვრიტიშვილი ეკა ბესელიას კრიტიკას პასუხობს

„არავითარ ფეხის ბაკუნზე საუბარი არ არის,“ - ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ეკა ბესელიას საპასუხოდ გააკეთა.

დიმიტრი გვრიტიშვილი პლენარულ სხდომაზე ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი უყენებს პარლამენტს დღის წესრიგს.

დიმიტრი გვირიტიშვილი ამბობს, რომ სასამართლო კანონის შესაბამისად მოქმედებს.

„სასამართლო კორპუსი მოქმედებს კანონის შესაბამისად და აღასრულებს კანონის მოთხოვნებს. თუ ვინმე არ ეთანხმება კანონს, მიაჩნია იგი უსამართლოდ, ამ პრეტენზიის ადრესატები არიან არა მოსამართლეები, არამედ საქართველოს პარლამენტი. ეს სასაცილოა, არავითარ ფეხის ბაკუნზე საუბარი არ არის, ეს არის სამართლებრივ დისკუსიაში ჩაბმა, არგუმენტირებული პოზიციების გაჟღერება სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან,“ - ამბობს გვრიტიშვილი.

დღის ამბები