ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება, რომელიც ახლა მიმდინარეობს ბანკის საქმეზე, უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ. საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიებამ არ უნდა დატოვოს კითხვები.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო მზადყოფნას გამოთქვამს, შეიქმნას სპეციალური საბჭო, რომელშიც მათი წარმომადგენლები შევლენ და TBC ბანკის ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას მონიტორინგს გაუწევენ.