19 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
ირაკლი კობახიძეს არასამთავრობოები, იუსტიციის საბჭოს წევრები და დიპლომატები ხვდებიან

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იუსტიციის საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მართავენ. 

შეხვედრაზე იმ კრიტერიუმებზე მსჯელობენ, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა უნდა მოხდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ მთავარი საკითხია, რომ კანონში ცვლილებებს მნიშვნელობა არ აქვს, თუ კლანური მართვა არ დასრულდება.

„არანაირ კანონში ცვლილებას არა აქვს აზრი, თუკი სასამართლოს მართვას გააგრძელებს კლანი, რომელიც დღეს მართავს მას, რადგანაც მის ხელში ნებისმიერი კანონის იმდაგვარ ინტერპრეტაცია ხდება, რომელიც, ფაქტობრივად, გამორიცხავს კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ადამიანების შესვლას საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ამიტომ ეს არის ნომერ პირველი საკითხი. ნომერ მეორე საკითხი ძირითადი პოსტულატები, რომელიც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გაგვაცნოს, წერილობით გადმოგვეგზავნა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს კანონპროექტი იმ სახით, როგორითაც არის მომზადებული, არის კონკრეტულად ჩინჩალაძის კლანისთვის მანტიის მოზომება ტანზე, რადგანაც სხვას არაფერს გვეუბნება ახალს ეს კანონპროექტი თუ არა იმას, რომ იმავე კლანს შეუძლია, თავისუფლად დაეპატრონოს უზენაეს სასამართლოს,“ - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეს კლანის მფარველობაში ადანაშაულებს. 

„სამწუხაროდ წარმოდგენილი პროექტით ირაკლი კობახიძემ არ გაითვალისწინა ის პრინციპული მოთხოვნა, რომელიც აქვს ხალხს და ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები ხელიდან გამოსცლოდა კლანს. წარმოდგენილ პროექტში, გარედან ჩიტიც ვერ შეფრინდება უზენაეს სასამართლოში თუ არა მურუსიძე-ჩინჩალაძის ხელდასმა. ამით ირაკლი კობახიძემ მოახდინა საკუთარი თავის თვითლუსტრაცია, ამ შენობის შიგნით ის არის აი, ამ ტყუილის, აი, ამ ტვიქსის და მათი კლანის უშუალო და პირდაპირი მფარველი,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

დღის ამბები