19 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
დატოვებს თუ არა ეკა ბესელია გუნდს - დეპუტატი განცხადებას ხვალ გააკეთებს

დატოვებს თუ არა ეკა ბესელია გუნდს - დეპუტატი ხვალ 12 საათზე გააკეთებს საგანგებო განცხადებას. ეკა ბესელიამ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს, თუმცა ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის სხვა დეპუტატებმა ეს არ გაითვალისწინა.

"ეს არის ლუსტრირება, რაც ხდება დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს პარლამენტში. ირაკლი კობახიძით დაწყებული, ყველა იმ ადამიანით დამთავრებული, ვინც არ მისცა ხმა ამ ინიციატივას, არ მისცეს ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ რეჟიმად კიდევ ერთხელ გამოცხადებას. აი, ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხმატკბილებული და ვინ არის თავისი ქმედებით და ნაბიჯებით სწორედ იმ ძალადობრივ სისტემასთან გარიგებული. ჩემთვის უკვე ყველაფერი ცხადია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრა ამ წუთებში გაიმართა. საკანონმდებლო ინიციტივას მხარი 45 კანოონმდებელმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი წავიდა, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა. კანონპროექტს პირველი მოსმენით მიღებისთვის 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. 

 

დღის ამბები