19 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"კობახიძისა და ოხანაშვილისკენ კი არ უნდა გაიშვიროს ხელი, უნდა დაასახელოს ამ პრობლემის სათავე" - კახიძე ბესელიას აკრიტიკებს

ეკა ბესელიას გულწრფელობა ძნელი დასაჯერებელია, როცა ის არ საუბრობს ვინ შეიყვანა ქვეყანა კრიზისში - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე.

კახიძე ამბობს, რომ ბესელია საუბრობს კობახიძეზე და ოხანაშვილზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, ვინც რეალურად არის ამ პრობლემების სათავე.

„თუ პოლიტიკოსი რეალურად აღწერს "ქართულ ოცნებაში" არსებულ პრობლემებს კობახიძისა და ოხანაშვილისკენ კი არ უნდა გაიშვიროს ხელი, უნდა დაასახელოს ამ პრობლემის სათავე. ვინ გააფორმა ეს კონტრაქტი მოსამართლესთან. ვინ შემოგვთავაზა მურუსიძე და ჩინჩალაძე, კობახიძემ? კობახიძე  საერთოდ არ იყო 2013 წლის პარლამენტში, მაშინ იყო ივანიშვილი. ქალბატონი ბესელია სანამ არ დაასახელებს ამ პრობლემის მთავარ სათავეს, ვინც ამ უმძიმეს კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემა მანამდე ვერ დავიჯერებთ მის გულწრფელობას,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

დღის ამბები