19 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
"მათ დაუშვეს შეცდომა და, კიდევ ერთხელ, საკუთარი სახე ანახეს მათ შორის მთელ მსოფლიოს - რომ ისინი არიან მოძალადეები და საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან საკუთარი ევროპული მომავლისთვის" - ელენე ხოშტარია

აქციის მონაწილეები რჩებიან მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე - ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, პროტესტი ქუჩაში გაგრძელდება.

"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სამართალდამცავებმა კიდევ ერთხელ ანახეს საკუთარი სახე, რომ ისინი არიან მოძალადეები. მისივე თქმით, ბრძოლა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

"გეგმა არის უწყვეტი ბრძოლა. როდესაც კონსტიტუციური გადატრიალება ხდება ხელისუფლების მხრიდან, ქუჩა არის ვალდებულება. ჩვენ მათთვის ძალიან მოულოდნელ ადგილას და მოულოდნელ დროს დავიწყეთ პროტესტი. სწორედ ამიტომ, მათ დაუშვეს შეცდომა და, კიდევ ერთხელ, საკუთარი სახე ანახეს მათ შორის მთელ მსოფლიოს - რომ ისინი არიან მოძალადეები და საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან საკუთარი ევროპული მომავლისთვის", - აცხადებს ელენე ხოშტარია.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები