საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრთან, ეკა ბესელიასთან კონსულტაციების დაწყებას „შენების მოძრაობის“ ლიდერი არ ადასტურებს.
თავად ეკა ბესელიამ კი დღეს გაკეთებულ განცხადებაში არ გამორიცხა, რომ კონსულტაციები დავით უსუფაშვილთან დაიწყოს. უსუფაშვილი კი ამბობს, რომ მას და მის გუნდს სხვა პოლიტიკური გეგმები აქვთ.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლას, უსუფაშვილმა ამ პროცესს „ქართული ოცნების“ თვითგანადგურების დასაწყისი უწოდა.
„კონსულტაციები არავის ჰქონია, ასე რომ ვერაფერს გეტყვით. ქვეყანა დააღწევს თავს ამ მძიმე პერიოდს და ამ ფლანგზე ბევრი პოლიტიკოსის და პარტიის შრომაა აუცილებელი. ზოგადად, რაც ხდება გარდაუვალია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილი სია ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ „ქართული ოცნება" დაადგა თვითგანადგუირების გზას,“-ამბობს უსუფაშვილი.