განათლების მინისტრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მინისტრმა პედაგოგ ლადო აფხაზავას მსოფლიოს 10 საუკეთესო პედაგოგთა ჩამონათვალში მოხვედრა მიულოცა.
მიხეილ ბატიაშვილმა აფხაზავას პედაგოგის უმაღლესი წოდება - მენტორი მიანიჭა და განაცხადა, რომ აფხაზავას ინოვაციები საქართველოს სხვა სკოლებშიც დაინერგება.
თავად აფხაზავა ამბობს, რომ პედაგოგთა გლობალური ჯილდოს ფინალი 24 მარტს დუბაიში გაიმართება, მისი ფავორიტი კი ინდოეთის წარმომადგენელი იქნება.