19 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
„ქართული ოცნება" როგორ დაიშლება, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა" - გიორგი გაჩეჩილაძე

"მმართველი გუნდი არ დაიშლება, გამორიცხულია" - ამ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები აკეთებენ. ისინი მმართველი გუნდიდან სამი წევრის - ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის, წასვლას ეხმაურებიან.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქართული ოცნება რომ დაიშალოს, 40 დეპუტატი უნდა გავიდეს გუნდიდან, რაც გამორიცხულია.

ქართული ოცნება როგორ დაიშლება, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა. გუნდი რომ დაიშალოს, 40 კაცი უნდა გავიდეს. მანდ პოლიტიკური კრიზისი რომ შეიქმნას, გადაწყვეტილების მიღების უნარი აღარ უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ ორგანიზაციას. ეს გამორიცხულია,“ - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის, შეფასებით, ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები პოპულისტური იყო.

„გუნდში თუ გუნდიდან გამოყოფილ ადამიანებს შორის უნდა საკითხებზე იყოს მსჯელობა, თუნდაც მწვავე და არ უნდა ჰქონდეს ადგილი პოპულიზმს. რა განცხადებებიც გააკეთეს ამ ჯგუფმა არის, გარკვეულწილად, უფრო პოპულარული, ვიდრე ის, რასაც სიღრმისეული ანალიზი სჭირდება,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეკა ბესელიამ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი და თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობდა, პარლამენტმა ჩააგდო.

ბექა ნაცვლიშვილმა კი გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მის ინიცირებულ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები