19 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
"ახლა არის დრამატული მომენტი - ან წავალთ თავისუფალი სასამართლოსკენ ან ჩავრჩებით მურისიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში" - ანა დოლიძე

„ახლა არის დრამატული მომენტი,“ - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

შეხვედრაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსი, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე მსჯელობდნენ, გიორგი მშვენიერაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.

ანა დოლიძის თქმით, მისი შეხვედრაზე მისვლის მთავარი მიზანი იყო, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში ჩაეყენებინა, თუ რა მდგომარეობაა დღესდღეობით სასამართლო სისტემაში.

„ამ შეხვედრის ერთადერთი აზრი ჩემთვის იყო არა ბატონ ლევანთან მოლაპარაკება ან ირაკლი კობახიძესთან მოლაპარაკება, რომელიც ცალსახად მხარეა ამ პროცესში, არამედ ჩვენი პარტნიორების - ამერიკელების, გერმანელების, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვების დარწმუნება, რომ ახლა არის დრამატული მომენტი - ან ჩვენ წავალთ თავისუფალი სასამართლოსკენ ან ჩავრჩებით მურისიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში და მათ მაშინ, რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომები მიიღონ,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

დღის ამბები