17 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
საგარეჯოში მოსახლეობის ერთი ნაწილი ტექდათვალიერებას აპროტესტებს

საგარეჯოში მოსახლეობის ერთი ნაწილი ტექდათვალიერებას აპროტესტებს.

ადგილობრივები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ის ავტომანქანები წარმოადგინეს, რომელთა უმეტესობამ ტექდათვალიერება, სიძველის გამო, ვერ გაიარა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ სოფლებში შეღავათები დაუწესდეთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით საკუთარი მანქანების მოხმარებას ვეღარ შეძლებენ.

მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს და გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, არ გამორიცხავს, რომ პროტესტმა უფრო ფართო მასშტაბი მიიღოს.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები