19 ნოემბერი 2024,   11:11
ვრცლად
"იმ ღირებულებიდან გადახვევას ვადევნებთ თვალყურს, რა ღირებულებებმაც გაგვაერთიანა" - ვატო შაქარიშვილი

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვისა და კენჭისყრის დროს საკანონმდებლო ორგანოში საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ. ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი პარლამენტში სტუმრებისთვის განკუთვნილ აივანზე ისხდნენ.

ვატო შაქარიშვილი ეკა ბესელიას საგანგებო ბრიფინგსაც ესწრებოდა, რომელიც მან კანონპროექტის ჩაგდებიდან მეორე დღეს გამართა და განაცხადა, რომ გუნდი დატოვა. 

საკრებულოს წევრმა კურიერთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ ახლა უკვე საკრებულოს უმრავლესობამ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირონ. შაქარიშვილის თქმით, დეპუტატები თვალს ადევნებენ ქართულ ოცნებაში ღირებულებებისგან გადახვევას.

„მესმის, მედიისთვის საინტერესოა, გარკვეული ჯგუფებისთვის, მაგრამ არ არის მთავარი ინტრიგის საგანი, ვატო შაქარიშვილი ქართული ოცნების საკრებულოს უმრავლესობას დატოვებს თუ არა. მთავარი საგანი არის, რა პოლიტიკურ ვითარებაშიც ჩვენ აღმოვჩნდით. სამწუხაროა, რომ იმ ღირებულებიდან გადახვევას ვადევნებთ თვალყურს, რა ღირებულებებმაც გაგვაერთიანა. თუ ის ღირებულებები აღარ იქნება საერთო და ჩვენ ამას ვეღარ ვიპოვით, პარლამენტში იქნება, საკრებულოში, ქუჩაში თუ სხვა პოლიტიკურ ველზე. ეს ერთობა ვეღარ შენარჩუნდება,“ - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები