მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ - სანზონაში საპროტესტო აქცია გაიმართა.
გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლები 8-სართულიანი შენობის აგებას აპროტესტებენ.
მათი მტკიცებით, რამდენიმე თვის წინ მერიისგან ამ ტერიტორიაზე სკვერის გაკეთება ითხოვეს, თუმცა უარი მიიღეს, მოგვიანებით კი სწორედ ამ ადგილზე მშენებლობა დაიწყო.