19 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
ენმ მცირე მეწარმეებისთვის საგადასახდო შეღავათების დაწესებას ითხოვს

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" მცირე მეწარმეებისთვის საგადასახდო შეღავათების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე რომან გოცირიძემ ისაუბრა.

ინიციატივის თანახმად, 2020 წლიდან დღგ-ს გადაიხდიან მხოლოდ ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 165 000-ს ლარს აღემატება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი ზღვრად 100 000-ს ლარიანი ბრუნვაა დაწესებული.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებები აუცილებელი გახდა ლარის კურსის გაუფასურების შემდეგ, რომელმაც მცირე ბიზნესის მეწარმეებს პრობლემა შეუქმნა.

„ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, ვისაც შემოსავალი აქვს 100 000-ს ლარზე ნაკლები არ იხდის დღგ-ს. ჩვენი ინიციატივით ეს ზღვარი უნდა იყოს გადიდებული 165 000-ს ლარამდე. 15 წინანდელ მდგომარეობას დავუბრუნდეთ, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი იმ ადამიანებისათვის, რომელიც არიან დაკავებულნი წვრილი ბიზნესით, ზოგადად ბიზნესით, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც აქირავებენ ბინებს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები