17 მაისი 2024,   12:23
ვრცლად
"შემომივარდნენ, დამაგდეს, ერთმა ფეხი დამაჭირა ზურგზე და ერთი კი თავში მირტყამდა"- არასრულწლოვანი ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობს

კერძო ფიტნეს ცენტრის დაცვის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი სცემეს. ინციდენტი თბილისში, მოსკოვის გამზირზე მოხდა.

14 წლის დაზარალებული "კურიერთან" ყვება, რომ ორმა პირმა მას ჯერ თავის არეში მუშტი ჩაარტყა, შემდეგ კი მის წინააღმდეგ მათრახი გამოიყენეს.

ადგილზე მისულ სხვა ეკიპაჟის წევრებს კი ცემაში დადანაშაულებულებმა უთხრეს, რომ მოზარდმა დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებს არასრულწლოვანთან დაპირისპირება მას შემდეგ მოუვიდათ, რაც იგი კერძო ფიტნეს ცენტრის გაქურდვას ცდილობდა. მოზარდი პოლიციაში გამოკითხეს და მალევე გაათავისუფლეს. მას დაზიანებები სახის არეში გარეგანი დათვალიერების შედეგადაც ეტყობა.

შსს-მ გამოძიება ქურდობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო. უწყებაში განაცხადეს, რომ ცემის შესახებ შეტყობინება არ შესულა.

"შემომივარდნენ და დამაგდეს ძირს. ერთმა ფეხი დამაჭირა ზურგზე და ერთი კი თავში მირტყამდა. მათრახი ეჭირა ხელში. ბევრნი, რომ მოვიდნენ ამაყენა და უთხრა, რომ წაიქცაო. იქ ჩემი სისხლი ესხა. ექსპერტები, რომ მოვიდნენ, ყველაფერი გააკეთეს და გადამიყვანეს განყოფილებაში, განყოფილებიდან კი გამომიშვეს მერე სახლში,"-აცხადებს არასრულწლოვანი.  

დღის ამბები